ერდოღან-მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ერდოღან-მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

1495577
ერდოღან-მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავის ფრანგ კოლეგა, ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა.

კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციით, ერდოღან-მაკრონს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში მიმდინარე მოვლენები და სხვა რეგიონალური საკითხები იქნა განხილული. პრეზიდენტმა ერდოღანმა სატელეფონო საუბრის დროს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საფრაგეთის მხრიდან რეგიონში თურქეთის და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის უფლებების უგულებელყოფა და საბერძნეთის და კვიპროსის ბერძნული მხარის მხარდაჭერა, გაუგებარია. პრეზიდენტმა ერდოღანმა სატელეფონო საუბრის დროს ისიც აღნიშნა, რომ ანკარა ნებისმიერი საკითხის მაგიდასთან მოლაპარაკებების გზით მოგვარების მომხრეა რა, ამისათვის ანკარა-პარიზს შორის კომუნიკაციების ყოველთვის ღიად დარჩენას სრულად უჭერს მხარს. თურქეთის პრეზიდენტმა თავის ფრანგ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის დროს იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ევროკავშირის ლიდერების საკითხში ჩართულობა, რეგიონში არსებულ დაძაბულობას განმუხტავს.



მსგავსი ინფორმაციები