თურქეთი: "ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიუღებელია"

თურქეთი: "ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიუღებელია"

1493070
თურქეთი: "ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიუღებელია"

თურქეთმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტის მიერ 2020 წლის 17 სექტემბერს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული, ჭეშმარეტიბისგან შორის მდგომი რეკომენდაციის ხასიათის გადაწყვეტილება ბევრი ასპექტით მიუღებელია.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროპარლამენტის მიერ თურქეთის მიმართ მიღებული რეკომენდაციის ხასიათის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია: ”ევროპარლამენტის გენერალურ ასამბლეაზე, მხოლოდ ევროკავშირში წევრობის სოლიდარობის სახელით და ზოგიერთი წევრი ქვეყნის ეგოისტური ინტერესების დასაცავად 2020 წლის 17 სექტემბერს მიღებული, ჭეშმარიტებისგან შორის მდგომი რეკომენდაციის ხასიათის გადაწყვეტილება ბევრი ასპექტით მიუღებელია... წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტის ჩათვლით ევროკავშირის ყველა ორგანიზაციასთან ყველა დონეზე მცდელობის მიუხედავად ასეთი მიკერძოებული რეკომენდაციის მიღება შეუთავსებელია კეთილგანწყობასთან და საღ აზროვნებასთან... ევროპარლამენტი კარგავს თავის პრესტიჟს მიკერძოებული და უსამართლო დამოკიდებულებით და საზღვაო კანონის არასწორი და ცალმხრივი განმარტებით, რომელზეც მას არა აქვს უფლებამოსილება... არც ევროპარლამენტს, არც ევროკავშირს ან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს აქვთ უფლებამოსილება განსაზღვრონ მესამე ქვეყნების საზღვრები და იურისდიქციის არეალი. ევროპარლამენტმა და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებმა გადაწყვეტისა და ევროპულ კონსენსუსის საკითხზე მხოლოდ გულწრფელი, შემრიგებლური დამოკიდებულება უნდა წარმოაჩინონ, კანდიდატ თურქეთს უნდა მიუდგეს ობიექტურად, მხარეებს შორის არსებულ საკამათო საკითხებში სამართლიანობას უნდა დაუჭიროს მხარი და არა რომელიმე მხარეს.“



მსგავსი ინფორმაციები