პრეზიდენტ ერდოღანის პასუხი მაკრონს

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ იმის გაკეთებას გააგრძელებენ, რაც თურქეთისთვის სწორი, ხელსაყრელი და კარგია

1492506
პრეზიდენტ ერდოღანის პასუხი მაკრონს

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ იმის გაკეთებას გააგრძელებენ, რაც თურქეთისთვის სწორი, ხელსაყრელი და კარგია.

ერდოღანმა მონაწილეობა მიიღო სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ცენტრალურ ოფისში ჩატარებულ პარტიის რეგიონალური თავმჯდომარეების გაფართოებულ შეხვედრაში.

თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ევროპა და ამერიკა დემოკრატიასა და ეკონომიკაში მთლიანად განადგურდება, ისინი გააგრძელებენ თურქი ერის განვითარებას ყველა სფეროში.

”საკუთარ თავთან ერთად ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს იგივე ვიბრძოლა გავწიოთ ყველა ჩვენი მეგობრისა და ძმისთვის... ამის სახელია თურქეთის მოდელი. ჩვენი ქვეყნისთვის ჩვენი ერის მხარდაჭერით, იმის გაკეთებას გავაგრძელებთ სწორი, ხელსაყრელი და კარგია.“-განაცხადა პრეზიდენტმა.

ერდოღანმა თურქეთის მიერ წარმოებული საგარეო პოლიტიკის შესახებ აღნიშნა:"თუ თურქეთი სრულიად გავა სირიაში მშვიდობა და თავისუფლება დამყარდება? თუ თურქეთი ხაფანგს თვალს აარიდებს, ჩრდილოეთ ერაყი ტერორისგან გაიწმინდება? თუ თურქეთი ზურგს შეაქცევს, ლიბიაში მეამბოხეები მმართველობას ლეგიტიმურს ხელისუფლებას გადასცემს? თუ თურქეთი ყველაფერზე უარს იტყვის საფრანგეთი არაკომპეტენტურ ამბიციურ (პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის) პოლიტიკაზე უარს იტყვის? ასეთ სიტუაციაში, რეგიონში დაინტერესებული ქვეყნები ყველაფერს დატოვებენ და წავლენ? ისინი, ვინც ეკონომიკურ ხაფანგებს დგამენ, მხარს დაგვიჭერენ? თუ ამაზე თანხმობას იტყვიან, ჩვენთვის სავალდებულო გახდება გადავხედოთ ჩვენს მიერ გატარებულ პოლიტიკას."

 


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #პრეზიდენტი

მსგავსი ინფორმაციები