თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 48 ადამიანი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში  კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 1207  ადამიანი გამოჯანმრთელდა

1489471
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 48 ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 6999-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 98 326  ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 1509 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 48 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 289  635-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  257 731 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 1207 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები