თურქეთში გასული  დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ის  1512 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში  კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 1219  ადამიანი გამოჯანმრთელდა

1488459
თურქეთში გასული  დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ის  1512 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 6895-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 107 702  ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 1512 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 58 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 286  455-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  255 407 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 1219 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები