თურქეთი: „არაბული ლიგის გადაწყვეტილებას ვუარყოფთ“

თურქეთი: „არაბული ლიგის გადაწყვეტილებას ვუარყოფთ“

1488266
თურქეთი: „არაბული ლიგის გადაწყვეტილებას ვუარყოფთ“

თურქეთმა, არაბული ლიგის მიერ  გუშინ ჩატარებული მინისტრთა საბჭოს შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილება უარყო და მკაცრად დაგმო. საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „გუშინდელ შეხვედრაზე ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით უსაფუძვლო ბრალდებებს და მიღებულ გადაწყვეტილებებს მთლიანად უარვყოფთ. ამ გადაწყვეტილებებს სერიოზულად აღსაქმელი არაფერი არ აქვს. ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენი ქვეყანა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს არაბული ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას,  პოლიტიკურ გაერთიანებას და რეგიონის სტაბილურობას. ამიტომ ყველა ეს გადაწყვეტილებები მხოლოდ და მხოლოდ ამჟამინდელი ადმინისტრაციული ერთებულების აზრია. სირიის ტერიტორიული მთლიანობის დანაწევრების მიზნით, ერაყის სვერენიტეტის საფრთხის წინაშე დაყენების, იემენის  შეიძლება ითქვას, რომ განადგურების, ლიბიაში ხუნტის გვერდით დგომით და კიდევ სხვა მრავალი არასამართლიანი ქმედბების უკან მდგომი მთავრობების წინააღმდეგ, თურქეთი ყოველთვის მტკიცედ იდგა და ასე გააგრძელებს მომავალშიც. ჩვენი მიზანია, რეგიონის მშვიდობა და სტაბილურობა. არაბილ ლიგაში შემავალი სახლემწიფოები გახლავთ ის ქვეყნები, რომლებამც სწორედ, რომ პალესტინის საკითხი უგულლებელყვეს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ არაბული ლიგის წევრი ქვეყნების მიღებულ გადასწყვეტილებებს თვით არაბი ხალხიც ახლოდან აკვირდება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, არაბულ ლიგას ჩვენი ქვეყნის მიმართ ცილისმწამებლურ განცხადებებს და უსაფუძვლო  ბრალდებებს თავი დაანებონ და რეგიონის სტაბილურობის და მშვიდობისათვის მათზე დაკისრებული ვალდებულებები შეასრულონ“.



მსგავსი ინფორმაციები