პრეზიდენტი ერდოღანი ანგელა მერკელს ესაუბრა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ვიდეო კონფერენციის მეთოდით შეხვედრა გამართა გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელთან

1484718
პრეზიდენტი ერდოღანი ანგელა მერკელს ესაუბრა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ვიდეო კონფერენციის მეთოდით შეხვედრა გამართა გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელთან.

შეხვედრაზე აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განვითარებული მოვლენების თაოსნობით რეგიონული საკითხები და ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს.

ერდოღანმა შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის და კვიპროსელი თურქების უფლებებს იცავენ და მომხრენი არიან სამართლიანი განაწილებისა, რითაც ყველა სანაპირო ქვეყანა მოგებული დარჩება, თუმცა საბერძნეთი და კვიპროსის ბერძნული მხარე, მათი მომხრე ქვეყნები დგამენ ნაბიჯებს, რითაც გამოუვალ მდგომარეობასა და დაძაბულობის გაზრდას იწვევენ.

თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საბერძნეთის ეგოისტი და უსამართლო პოზიციის ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან მხარდაჭერა მიუღებელია, საერთაშორისო სამართლის უგულვებელმყოფი ინიციატივების წინააღმდეგ თურქეთი უფლებებსა და ინტერესებს ყოველთვის და ყველგან დაიცავს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში საბერძნეთისა და მისი მხარდამჭერი ქვეყნების მიერ რეგიონალური მშვიდობისათვის ზიანის მიმყენებელი ნაბიჯებით გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებით, ანგელა მერკელის მიერ პრობლემის მოგვარებაში ხელის შეწყობის მცდელობების გამო კმაყოფილება გამოხატა.



მსგავსი ინფორმაციები