ჩავუშოღლუს განცხადებით, მისმა ბერძენმა კოლეგამ მათ წინადადებაზე თანხმობა არ განაცხადა

ჩავუშოღლუს განცხადებით, მისმა ბერძენმა კოლეგამ მათ წინადადებაზე თანხმობა არ განაცხადა

1484882
ჩავუშოღლუს განცხადებით, მისმა ბერძენმა კოლეგამ მათ წინადადებაზე თანხმობა არ განაცხადა

საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუდ ჩავუშოღლუს განცხადებით, საბერძნეთმა ნატო-ს შუამავლობის საკითხზე ტყულის თქმით, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის არ არის დიალოგის მომხრე.

დედაქალაქ ანკარაში დღის წესრიგის შესახებ გაკეთებულ განცხადებაში ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში დაძაბულობის  საკითხზე უპირობოდ მოლაპარაკების თაობაზე მის წინადადებაზე ბერძენმა კოლეგამ თანხმობა არ განაცხადა.

”საბერძნეთის მიერ ნატო-ს გენერალური მდივნის უარყოფა მაგალითია. აქ ტყუილს არა გენერალური მდივანი, არამედ საბერძნეთი ამბობს. კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ ისინი დიალოგის მომხრე არ არიან.” განაცხადა... მართალი დიალოგს არ გაურბის, მაგრამ საბერძნეთმა იცის, რომ ის მართალი არ არის. თუ საბერძნეთი ელის, რომ ჩვენ ყველა უფლებას დავთმობთ, ეს არ მოხდება. ევროპის ქვეყნებმაც იციან, რომ საბერძნეთი სწორად არ იქცევა."- განაცხადა ჩავუშოღლუმ.

მევლუდ ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთის ერთადერთი მიზანი არის მისი უფლებების დაცვა და სხვის უფლებებზე თვალი არ უჭირავს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთმა თურქეთს ბოდიში უნდა მოუხადოს და დაამატა: "ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად აქეზებს  საბერძნეთს, საფრანგეთია. ეს ისტერიული ქცევა არავის გამოდგება. ეს საფრანგეთს მართლაც სასაცილო მდგომარეობაში აყენებს.“


საკვანძო სიტყვები: #ნატო , #საბერძნეთი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები