თურქეთი მიესალმება სუდანში სამშვიდობო შეთანხმების დადებას

თურქეთი მიესალმება სუდანში სამშვიდობო შეთანხმების დადებას

1483501
თურქეთი მიესალმება სუდანში სამშვიდობო შეთანხმების დადებას

თურქეთი, სუდანის გარდამავალ მთავრობასა და შეიარაღებულ ჯგუფებსა შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას მიესალმა.

აღნიშნულ შეთანხმებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია: ”ჩვენ მივესალმებით შეთანხმებას, რომელიც ხელმოწერილი იქნა გუშინ ჯუბაში სუდანის გარდამავალ მთავრობასა და შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის სამხრეთ სუდანის მასპინძლობით გამართული მოლაპარაკებების შედეგად.”

განცხადებაში აღინიშნა, რომ ეს შეთანხმება, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს სუდანის ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისკენ, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყანაში შიდა მშვიდობის დამკვიდრებაში.

”თურქეთი, მეგობარ და მოძმე სუდანში სტაბილურობის დამყარების ყველა მცდელობის მხარდაჭერას გააგრძელებს.” - აღნიშნულია განცხადებაში.

სუდანის მთავრობამ, ხელი მოაწერა სამშვიდობო შეთანხმებას სუდანის რევოლუციურ ფრონტთან, რომელიც მოიცავს ბევრ შეიარაღებულ ოპოზიციურ ჯგუფს ქვეყანაში, რითაც დასრულდა 17-წლიანი კონფლიქტი.

სუდანის რევოლუციურმა ფრონტმა, რომელიც წლების განმავლობაში იბრძოდა მთავრობის წინააღმდეგ და აერთიანებდა შეიარაღებულ მოძრაობებს სახელწოდებით "სამართლიანობისა და თანასწორობის მოძრაობა" და "სუდანის სახალხო განმათავისუფლებელი მოძრაობა-ჩრდილოეთი (SPLM-N)", ქვეყანაში რეჟიმის შეცვლის შემდეგ ბრძოლა შეწყვიტა.



მსგავსი ინფორმაციები