პრეზიდენტმა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1473082
პრეზიდენტმა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განახადა, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, თურქეთის სამოქალაქო გემებზე ნებისმიერი სახის თავდასხმა თუ განხორციელდება, დაუყონებლივ უფრო მკაცრად უპასუხბენ. პრეზიდენტმა ამის სესახებ, სტამბოლში პარასკევის ლოცვის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

„ჩვენი სეისმური გემი  სახელწოდებით, „Oruç Reis“-ი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში  მუშაობას 23 აგვისტომდე გააგრძელებს. ამის შესახებ, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან და ევროსაბჭოს პრეზიდენტ,  შარლ მიშელთან სატელეფონო საუბრის დროსაც  ვისაუბრეთ. ჩემთან სატელეფონო საუბრის შემდეგ,  გერმანიის კანცლერმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან გამართა სატელეფონო საუბარი. ვიმედოვნებ, რომ მას დეტალურად აუხსნა სიტუაცია.

რაც შეეხება დასავლეთ თრაქიაში ჩვენ თანამემამულეების საფლავებზე ბერძნების მხრიდან თავდასხმებს, ეს ფაქტი კარგის მომასწავლებელი არ არის. ამ საკითხთან დაკავშირებითაც რაც საჭიროა ყველაფერს გავაკეთებთ“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

საკითხთან დაკავშირებით შვეიცარიაში თავის კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციის დროს საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმაც გააკეთა შეფასება და აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში სიტუაციას თურქეთი კი არა არამედ,  საბერძნეთი ძაბავს.

 

 

 



მსგავსი ინფორმაციები