ჩავუშოღლუმ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთთან დაკავშირებით ჯოზეფ ბორელის წერილი გაუგზავნა

ჩავუშოღლუმ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთთან დაკავშირებით ჯოზეფ ბორელის წერილი გაუგზავნა

1472727
ჩავუშოღლუმ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთთან დაკავშირებით ჯოზეფ ბორელის წერილი გაუგზავნა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელის აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთთან დაკავშირებით წერილი გაუგზავნა, რომელშიც თურქეთის საკითხთან დაკავშირებით დამოკიდებულებაზეა ყურადღება გამახვილებული.

„საბერძნეთის თხოვნის საფუძველზე დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საგანგებოდ იკრიბებიან. მინდა გაცნობოთ, რომ თურქეთი და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა დიალოგის და თანამშრომლობისთვის მზად არის. მიუხედავად ჩვენი დიალოგის და თანამშრომლობის მოწოდებისა, საბერძნეთი და კვიპროსის ბერძნული მხარე, დღემდე გადადგმული ნაბიჯებით, გამუდმებით ცდილობს თურქეთის პროცესიდან გარიყვას. მაშინ, როდესაც საბერძნეთი და თურქეთი  მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, ათენის მთავრობამ, ეგვიპტესთან (6 აგვისტო), თურქეთ-ლიბიას შორის გაფორმებული მემორანდუმის მსგავსი არალეგალური ხელშეკრულება გააფორმა.  ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ საბერძნეთი,  თურქეთთან მოლაპარაკებების დროს პატიოსანი და გულწრფელი არ ყოფილა“, აცხადებს ჩავუშოღლუ ბორელისათვის მიწერილ წერილში.

თურქმა დიპლომატმა მსგავსი შინაარსის წერილები გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეს და ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგსაც გაუგზავნა.

მეორეს მხრივ  ჩავუშოღლუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დღეს ბრიუსელში საგანგებოდ შეკრების გამართვამდე, საკითხთან დაკავშირებით ბულგარეთის, ესტონეთის, ფინეთის, იტალიის, ლიტვის, უნგრეთის და რუმინეთის ჩათვლის მრავალ ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბარი გამართა.



მსგავსი ინფორმაციები