თურქეთში კოვიდ-19-ის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 5900-ს გასცდა
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 228 057 პაციენტი გამოჯანმრთელდა
1472514
თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 5912-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ, Twitter-ით გაავრცელა.
„ბოლო 24 საათში 66 892 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 1243 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 21 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 245 635-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 228 057 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 968 პაციენტი გამოჯანმრთელდა“, ნათქვამია ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მსგავსი ინფორმაციები
თურქეთი იზიარებს ყირიმელი თათრებისა და კავკასიის მოძმე ხალხების ტკივილს
თურქეთი იზიარებს ყირიმელი თათრებისა და კავკასიის მოძმე ხალხების ტკივილს