თურქეთში გასული  დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ის  1183 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

1185 ადამიანი გამოჯანმრთელდა

1471168
თურქეთში გასული  დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ის  1183 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 5873-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 61 716 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 1183  შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 15 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 243  180-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  226 155  პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 1185 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები