თურქეთი აბუ-დაბის მთავრობას მკაცრად აკრიტიკებს

ეროვნული თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

1466493
თურქეთი აბუ-დაბის მთავრობას მკაცრად აკრიტიკებს

თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აბუ-დაბის მთავრობის ადმინისტრაცია სირიაში, ლიბიაში, იემენში და აფრიკის რქის ქვეყანაში დესტაბილიზაციას უწყობს ხელს. ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ, თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აქარის მიერ  მიმდინარე წლის 31 ივლისს, ტელეკომპანია „ალ ჯაზირა"-სთვის მიცემული ინტერვიუს შესახებ, ბაჰრეინის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გავრცელებულ განცხადებას უსაფუძვლოს უწოდებს. ეროვნული თავდაცვის სამინისტრო საკითხთან დაკავშირებით წერილობით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამი: „აბუ-დაბის მთავრობა სირიაში, ლიბიაში, იემენში და აფრიკის რქის ქვეყანაში დესტაბილიზაციას უწყობს ხელს. მათი ეს ქმედება კი როგორც გაერო-ს ასევე საყოველთაო წესებისა და ზნეობრივი ფასეულობების დარღვევას ნიშნავს. ის რასაც ჩვენ არაბულ ქვეყნებში ვაკეთებთ, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ძმურ ფასეულობებს ეყრდნობა. რადგან ჩვენ და არაბები ძმები ვართ. აბუ-დაბის მთავრობის და მათი მხარდამჭერი ქვეყნების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს კი მკაცრად ვგმობთ. მათი ეს ქმედება, რეგიონალურ არასტაბილურობას და ქაოსს უწყობს ხელს. თურქეთსა და ლიბიას შორის სულ მცირე 500 წლიანი წარსული არსებობს. თურქეთი, ამ ქვეყანაში „ლიბია ლიბიელ ხალხს ეკუთვნის“ ამ პრინციპით მოქმედებს. თურქეთის მხრიდან ლიბიის ეროვნული კონსენსუსის მთავრობასთან გაფორმებული შეთანხმება, ამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას მოიცავს. თურქეთი ამ ქვეყანაში, გაერო-ს მიერ აღიარებული მთავრობის გვერდით დგას და არა ზოგ-ზოგიერთების მსგავსად ხუნტის ძალების“.  



მსგავსი ინფორმაციები