თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 18 ადამიანი გარდაიცვალა

კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  216  494  პაციენტი   გამოჯანმრთელდა

1465961
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 18 ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 5728-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 40 247  ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 987 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 18 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 232 856-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  216 494 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 978 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები