თურქეთში გასული  დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ის  995 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში  კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 1003 ადამიანი გამოჯანმრთელდა

1466379
თურქეთში გასული  დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ის  995 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 5747-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 41 301  ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 995 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 19 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 233 851-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  217 497 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 1003 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები