თურქეთი, ამერიკულ კომპანიასა და  YPG/PKK-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას მკაცრად გმობს

თურქეთი, ამერიკულ კომპანიასა და  YPG/PKK-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას მკაცრად გმობს

1466200
თურქეთი, ამერიკულ კომპანიასა და  YPG/PKK-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას მკაცრად გმობს

თურქეთი, ამერიკულ კომპანიასა და სეპარატისტულ ტერორისტულ  ორგანიზაცია YPG/PKK-ს შორის ნავთობის საკითხთან დაკავშირებით გაფორმებულ ხელშეკრულებას მკაცრად გმობს.

 საგარეო საქმეთა სამინისტრო ტერორისტულ ორგანიზაცია YPG/PKK-ს დაქვემდებარებაში მყოფ „სირიის დემოკრატიული ძალების“  (SDF) მხრიდან გავრცელებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ ამერიკულ  კომპანიასთან (Delta Crescent Energy LLC) ნავთობის შეთანხმება გააფორმეს, წერილობითი განცხადებით პასუხობს და აღნიშნავს, რომ მათი ეს ქმედება, სირიის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. თურქეთის საგარეო უწყება თავის განცხადებაში იმასაც აღნიშნავს, რომ სირიის ბუნებრივი რესურსები თვით სირიის მოსახლეობას ეკუთვნის და ამერიკული კომპანიის მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი, სირიის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს აზარალებს რა, ასევე ტერორისტების დაფინანსებასაც უწყობს ხელს, ეს კი, საერთაშორისო კანონმდებლობის  დარღვევაა.



მსგავსი ინფორმაციები