კასტამონში სათამაშოების ბიბლიოთეკა გაიხსნება

იგი ჩვეულებრივი ბიბლიოთეკის მსგავსად იფუნქიონირებს

1464373
კასტამონში სათამაშოების ბიბლიოთეკა გაიხსნება

თურქეთის დასავლეთ შავიზღვისპირა ქალაქ კასტამონში, გუშინ საძირკველი ჩაეყარა ბავშვთა ბაგა-ბაღს, რომელშიც ასევე სათამაშოების ბიბლიოთეკაც იქნება განთავსებული და წიგნების მსგავსად, დროებით წაღებულ ნებისმიერ სათამაშოს ბავშვები მითითებულ დროზე უკან დააბრუნებენ რა, ახლა სხვა სათამაშოს გაიწერენ. როგორც განაცხადა ქალაქის მერმა რაჰმი გალიპ ვიდინლიოღლუმ, სათამაშოების ბიბლიოთეკას 298 კვადრატული მეტრი დახურული ფართი და 342 კვადრატული მეტრი ღია ფართი ექნება და ბავშვებს აქაც შეეძლებათ თამაში. “საბავშვო ბაგა-ბაღის კომპლექსში იქნება სულ 5 კლასი და სათამაშო დარბაზი, 5 საძინებელი, სასადილო, ღონისძიებების დარბაზი და მრავალ ფუნქციური სალონი და ეს ცენტრი 100 ბავშვზეა გათვალისწინებული. ხოლო სათამაშოების ბიბლიოთეკის განყოფილება მოიცავს სათამაშოების ჩვენება-წარდგენის ადგილს, თამაშებისა და ღონისძიებების დარბაზს, სათამაშოების შენახვის ადგილს, სათამაშოების შეკეთებისა და ტექნიკური განყოფილების მომსახურების და პერსონალის განყოფილებას“, განაცხადა მერმა. მისივე თქმით, სათამაშოების ბიბლიოთეკაში ბავშვები შეიძენენ ერთობლივად თამაშისა და გაზიარების ჩვევებს, მრავალი ბავშვი შემოიტანს იმ სათამაშოს, რომელსაც იგი აღარ იყენებს და რაც მთავარია, ამ სათამაშოების ბიბლიოთეკით ისარგებლებენ იმ ხელმოკლე ოჯახების ბავშვები, რომლებთაც არ აქვთ სათამაშოების ყიდვის შესაძლებლობა. მერის აზრითვე, სათამაშოების ბიბლიოთეკის ინიციატივა მთელს თურქეთში ფართოდ უნდა დაინერგოს



მსგავსი ინფორმაციები