ერდოღანმა, ყურბან ბაირამობის მისალოცი მესიჯი გაავრცელა

“თურქეთის უფლებების დასაცავად დაწყებულ ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებთ“

1464599
ერდოღანმა, ყურბან ბაირამობის მისალოცი მესიჯი გაავრცელა

პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუქეთი, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში და ეგეოსის ზღვაში არსებული უფლებების დასაცავად წამოწყებულ საქმიანობებს, ბოლომდე გააგრძელებს და წარმატებით დაასრულებს. ერდოღანმა ყურბან-ბაირამობა ვიდეო რგოლით მიულოცა თურქ ხალხს და მსოფლიო მუსლიმანებს რა, სიკეთე, მშვიდობა და ბარაქა უსურვა მთელს ისლამურ სამყაროსაც და კაცობრიობასაც. მისი განცხადებით, დიდ წარმატებას მიაღწიეს ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) წინააღმდეგ ბრძოლაში და ახლა მის გამო შეზღუდული ღონისძიებების შემსუბუქებას გააგრძელებენ, რათა ეკონომიკამ ამოისუნთქოს და აღორძინება დაიწყოს. ”ვენ ახლა აგვისტოს თვეში შევდივართ, ისტორიაში აგვისტოს თვე თურქი ხალხის გამარჯვებების თვედ ითვლება, ასე მივიღეთ მემკვიდრეობით და ამასვე გადავცემთ ჩვენ მომავალ თაობებს. ჩვენ მზად ვართ დავამთავროთ ჩვენი წარმატებული ბრძოლა ფართო არეალში, რომელიც მოიცავს ერაყს, სირიას, ლიბიას, ეგეოსის და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთს და დავიცვათ როგორც ამ ქვეყნების, ასევე ჩვენი ქვეყნის ინტერესებიც“, ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა და დაამატა, რომ როგორც აია სოფიის მეჩეთად გადაკეთებისას, ასევე სხვა საქმიანობებშიც აუცილებლად გამოიყენებენ სუვერენულ უფლებებს და ყოველთვის იდგმებიან დაჩაგრულების გვერდით. “დაე, ამ ყურბან ბაირამობამ  ჩვენს გულებს მშვიდობა და ხსნა მოუტანოს, გილოცავთ ამ დღესასწაულს“, აღნიშნა ერდოღანმა
 



მსგავსი ინფორმაციები