იბრაჰიმ ქალინმა  15 ივლისის გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

იბრაჰიმ ქალინმა 15 ივლისი - დემოკრატიისა და ეროვნული ერთობის დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

1455405
იბრაჰიმ ქალინმა  15 ივლისის გადატრიალების მცდელობასთან  დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

 

პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა 15 ივლისი - დემოკრატიისა და ეროვნული ერთობის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ 15 ივლისის გადატრიალების მცდელობიდან მე-4 წლისთავზეც, თურქეთი დემოკრატიის და თავისუფლებისათვის საჭირო ნაბიჯების გადადგმა გრძელდება.

„ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ-ს წევრების, რომლებიც სახელმწიფო ორგანოებში მალულად იყვნენ განთავსებული,  მათი გამოვლენა და გასამართლება  სამართლის ფარგლებში გრძელდება. იმპერიალისტური ძალების ბრძანებების შემსრულებელი  FETÖ, რომელიც  რელიგიასა და განათლებას იყო ამოფარებული, საკუთარ მიზანს ვერ მიაღწია. იმის გამო, რომ თურქეთს მსგავსი უბედურება აღარ დაატყდეს, ერთიანობაა საჭირო. თურქეთის შეიარაღებულ ძალებში განლაგებული ერთი მუჭა FETÖ-ს წევრების მხრიდან განხორციელებული გადატრიალების მცდელობის დროს მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტის სასახლე, ეროვნული მეჯლისი და სხვა მრავალი სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები დაიბომბა. ხუნტის წევრების ერთ-ერთი სამიზნე ასევე პრეზიდენტი ერდოღანი და მისი ოჯახიც გახლდათ. იმ ღამეს 251 ჩვენი მოქალაქე დაიღუპა და 2194 დაშავდა. ამ ყველაფრის დავიწყება შეუძლებელია. ჩვენ, როგორც სახელმწიფო,  FETÖ-ს მხრიდან საზღვარგარეთ, თურქეთის საწინააღმდეგო პროპაგანდების აღსაკვეთად შესაბამის სამუშაოებს ვაწარმოებთ. 15 ივლისი გადატრიალების მცდელობის შემდეგ FETÖ-ს წევრებმა აშშ-ს ჩათვლით მრავალ ევროპის ქვეყანას გაქცევით შეაფარეს თავი. მათი ლიდერის ასევე აშშ-ში თავშეფარება, ანკარა-ვაშინგტონს შორის მოკავშირეობის სულისკვეთებას სერიოზულ პრობლემებს უქმნის. თურქეთი, როგოც FETÖ-ს ასევე, PKK-ს და  DEAŞ-ის ჩათვლით ყველა ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ თურქეთი ქვეყნის დემოკრატიის, თავისუფლების და სუვერენიტეტისათვის ყოველგვარი საშიშროების აღსაკვეთად ყველა ზომებს მიმართავს“, აცხადებს იბრაჰიმ ქალინი.



მსგავსი ინფორმაციები