15 ივლისი - დემოკრატიისა და ეროვნული ერთობის დღე  სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება

ფეთულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ-ს მიერ გადატრიალების მცდელობიდან 4 წელი გავიდა

1455521
15 ივლისი - დემოკრატიისა და ეროვნული ერთობის დღე  სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება
15 Temmuz 4. Yıl (12).jpg
15 Temmuz 4. Yıl (22).jpg
15 Temmuz 4. Yıl (1).jpg

ფეთულაჰის ტერორისტული ორგანიზაციის (FETÖ) მიერ გადატრიალების მოწყობის მცდელობიდან 4 წელი გავიდა.

ვერაგული გადატრიალების მცდელობის წლისთავი თურქეთში 4 წელია „დემოკრატიისა და ეროვნული ერთობის დღედ“ აღინიშნება.

დღევანდელი პროგრამა, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მხრიდან პრეზიდენტის სასახლის წინ აღმართულ 15 ივლისი მემორიალის, რომელიც  „ერთი ერი, ერთი დროშა, ერთი ქვეყანა და ერთი სახელმწიფოს“ თემით არის აღმართული,  ყვავილების შემკობით დაიწყო. 

15 ივლისი - დემოკრატიისა და ეროვნული ერთობის დღისადმი მიძღვნილი პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს წარმომადგენლები პარლამენტში შეიკრიბნენ.

აქ სიტყვით გამოსულმა პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა: „15 ივლისი, ჩვენი ამ ტერიტორიებზე ყოფნა-არყოფნის ჯაჭვის ბოლო რგოლი გახლდათ. იმ ღამეს, FETÖ-ს წევრების მხრიდან ჩვენი დიდი ეროვნული მეჯლისის სამიზნედ აღება შემთხვევითი არჩევანი არ გახლდათ. FETÖ-ს წევრებს იმის ძალა, რომ ჰყოფნოდათ პარლამენტს მთლიანად გაანადგურებდნენ. ისინი ასევე ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრსაც კი არ დაინდობდნენ და მოკლავდნენ. 15 ივლისი არასდროს ყოფილა ჩვეულებრივი გადატრიალების მცდელობა. მის უკან, ძალიან დიდი ანგარიშები-გათვლები და შეიძლება ითქვას, რომ ისტორიის ერთგვარი გარდატეხის პერიოდიც იყო. იმ ღამეს პარლამენტის ჭერქვეშ მყოფებმა დემოკრატიის და დამოუკიდებლობის თვალსაზრისით სერიოზული ძალისხმევა გამოიჩინეს. მოდით, იმ ღამეს დაღუპულების სულებისთვის ჩვენი ქვეყნის მომავალი 2023 წლის მიზნებისათვის ერთობლივად წავიყვანოთ და ამისათვის ერთობლივად ვიმუშაოთ“.



მსგავსი ინფორმაციები