პრეზიდენტმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა

პრეზიდენტმა ერდოღანმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა

1453022
პრეზიდენტმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით აია სოფიისთვის მუზეუმის სტატუსის მოხსნისა და სალოცავად ისევ გახსნასთან დაკავშირებით  მოსახლეობას სიტყვით მიმართა და განაცხადა: " კაცობრიობის საერთო საგანძური აია სოფია ახალი სტატუსით ყველას მიღებას უფრო გულწრფელად უფრო განსაკუთრებულად გააგრძელებს."

მისი თქმით, თურქეთის სასამართლო და აღმასრულებელი ორგანოების მიერ აია სიფიის გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა სცეს და მოსაზრების გამოხატვაზე მეტი ყველა სახის მოქმედებას და გამონათქვამს დამოუკიდებლობის შელახვად მიიღებენ.

პრეზიდენტის განცხადებით, სტამბოლი ოსმალეთის იმპერატორმა ფათიჰ სულთან მეჰმედმა 1453 წელში აიღო, რის შემდეგაც აია სოფია მეჩეთად გადააკეთა და ააღორძინა და აღნიშნა: "ეს 567 წლის ჩვენი უფლებაა. თუ რწმენაზე კამათი უნდა მოხდეს ეს არა აია სოფია, არამედ ისლამისადმი მტრობა და ქსენოფობია უნდა იყოს." 

ერდოღანმა აღნიშნა, რომ 2020 წლის 24 ივლისს 86 წლის შემდეგ აია სოფიაში პარასკევის ლოცვის ჩატარებას გეგმავენ. 

მისივე თქმით, თურქეთში მოქმედი 435 ეკლესია და სინაგოგაა. 

" აია სიფიას გაცოცხლება მესჯიდი აქსას თავისუფლების მაცნეა" - თქვა პრეზიდენტმა.


საკვანძო სიტყვები: #აია სოფია , #ერდოღანი , #პრეზიდენტი

მსგავსი ინფორმაციები