თუნჯელიში 2 ძებნილი ტერორისტი გაანეიტრალეს

მათგან ერთ-ერთზე ფულადი ჯილდოც იყო გამოცხადებული

1448759
თუნჯელიში 2 ძებნილი ტერორისტი გაანეიტრალეს

 

ჟანდარმერიის ჯარებმა თუნჯელში, ტერ ორგანიზაცია პკკ-ას  2 ტერორისტის განეიტრალება მოახდინეს და შემდეგში დადგინდა, რომ ამ 2 ტერორისტიდან ერთ-ერთი,  ნაცრისფერ კატეგორიაში იძებნებოდა და მასზე ფულადი ჯილდოც იყო გამოცხადებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გუშინ, უსაფრთხოების ძალებმა მორიგი ოპერაცია განახორციელეს თუნჯელის ოლქის ოვაჯიკის რაიონის მთიან რეგიონში და გააუვნებელყვეს 2 ტერორისტი, რომელთა იდენტიფიკაციის შედეგად დადგინდა, რომ ერთ–ერთი ტერორისტი ნაცრისფერ კატეგორიაში იძებნებოდა და მასზე 500 ათასი ლირის ოდენობის ფულადი ჯილდოც იყო გამოცხადებული.



მსგავსი ინფორმაციები