რა მიზნით განახორციელა თურქეთმა გუშინ მოულოდნელი ვიზიტი ლიბიაში?

ჩავუშოღლუმ განცხადებები გააკეთა

1438640
რა მიზნით განახორციელა თურქეთმა გუშინ მოულოდნელი ვიზიტი ლიბიაში?

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთის დელეგაციის ლიბიაში ვიზიტმა, ქვეყანაში დიდი კმაყოფილება გამოიწვია.

გუშინ, თურქეთის დელეგაცია სხვადასხვა შეხვედრების მოზნით ლიბიაში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა. თურქეთის დელეგაციაში, საგარეო საქმეთა მიისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, ხაზინის და ფინანსთა მინისტრი    ბერათ ალბაირაქი,  ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი  ჰაქან ფიდანი და პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ ქალინი  იმყოფებიან. თურქეთის დელეგაცია ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლში ქვეყნის პრემიერ-მინისტრ,   ფაიეზ ალ-სარაჯიმ მიიღო.

ლიბიიდან, თურქეთში დაბრუნების დროს საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ამ ვიზიტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა: „ჩვენი ვიზიტის მიზანი ნათელია: ჩვენ ეს ვიზიტი იმიტომ განვახორციელეთ, რომ კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ ჩვენი მხარდაჭერა ლიბიის ოფიციალური მთავრობის მიმართ. პრემიერ ფაიეზ ალ-სარაჯთან შეხვედრის დროს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა და სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები განვიხილეთ. ვიზიტი ძალიან სასარგებლო და პროდუქტიული იყო. ვიზიტის დროს ასევე ტერჰუნის პროვინციაში აღმოჩენილი მასობრივი საფლავების საკითხიც განვიხილეთ და ჩვენ ლიბიის ოფიციალურ მთავრობას სიტყვა მივეცით, რომ საკითხის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის შესატანად ყოველგვარ მხარდაჭერას გავუწევთ“.



მსგავსი ინფორმაციები