თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 947 ადამიანი გამოჯანმრთელდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ის 1592 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
1436679
თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 4825-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ, Twitter-ით გაავრცელა.
„ბოლო 24 საათში 42 032 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 1592 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავდ კიდევ 18 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 179 831-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 152 364 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 947 პაციენტი გამოჯანმრთელდა“, ნათქვამია ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.