თურქეთმა ნიგერიას სამძიმარი გამოუცხადა

თურქეთმა ნიგერიას სამძიმარი გამოუცხადა

1433695
თურქეთმა ნიგერიას სამძიმარი გამოუცხადა

თურქეთმა, დასავლეთ აფრიკის ქვეყანა ნიგერიაში მომხდარი ტერაქტი დაგმო და დაღუპულების გამო სამძიმარი გამოუცხადა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში მწუხარებაა გამოთქმული ნიგერიის პროვინცია ბორნოში მომხდარი ტერაქტის შედეგად მრავალი ადამიანის დაღუპვისა და დაშავების გამო. განცხადებაში ასევე ნათქვამია: „ჩვენ ვგმობთ ამ ვერაგულ ტერორისტულ აქტს. დაღუპულებს ღვთის წყალობას, დაჭრილებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ნიგერიის ხალხს და მთავრობას.“

ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით ბორნოს პროვინციის სოფელ ფოდუმა კოლომაიაში „ბოკო ჰარამის“ წევრების მიერ მოწოყობილი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 69 ადამიანი დაიღუპა და ბევრი დაშავდა.

ნიგერიაში 2000-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია „ბოკო ჰარამის“ მიერ 2009 წლის შემდეგ მოწოყობილი მასობრივი ძალადობრივი ქმედებების შედეგად 20 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ტერორისტული ორგანიზაცია 2015 წლიდან თავს ესხმის ასევე ნიგერიის მეზობელ ქვეყნებს კამერუნს, ჩადსა და ნიგერს. მინიმუმ 2 ათასი ადამიანი დაიღუპა ორგანიზაციის თავდასხმების შედეგად ჩადის ტბის აუზში.



მსგავსი ინფორმაციები