თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში  კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 3218 ადამიანი გამოჯანმრთელდა

კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი  144 598  პაციენტი   გამოჯანმრთელდა

1432854
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში  კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 3218 ადამიანი გამოჯანმრთელდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 4729-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 37 225 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 993 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავდ კიდევ 18 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 172 114-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  144 598 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 3218 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #კოვიდ-19

მსგავსი ინფორმაციები