ერდოღანი:  „გლობალური რესტრუქტურიზაციის პროცესში თურქეთი გამოირჩევა, როგორც მბზინავი ვარსკვლავი“

პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1425249
ერდოღანი:  „გლობალური რესტრუქტურიზაციის პროცესში თურქეთი გამოირჩევა, როგორც მბზინავი ვარსკვლავი“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გლობალური რესტრუქტურიზაციის პროცესში თურქეთი გამოირჩევა, როგორც მბზინავი ვარსკვლავი. პრეზიდენტმა ამის შესახებ,  ვიდეოკონფერენციის მეთოდით  გამართული მორიგი მინისტრთა საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა. ერდოღანმა სატელევიზიო მიმართვის დროს ასევე აღნიშნა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიის ორნახევარ თვიანი პეროდის მანძილზე  5,5 მილიონ ადამიანს უსასყიდლო ფინანსური დახმარება გაუწიეს.

„მავრიტანიიდან  ბოლივიამდე მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მყოფი ჩვენი მოქალაქეები უყურადღებოდ არ დაგვიტოვებია. თურქეთიდან დახმარების მსურველ 135 ქვეყნიდან 100-ს დადებითად ვუპასუხეთ და შესაბამისი დახმარება გავუწიეთ. უნდა აღინიშნოს, რომ  ეპიდემიის ფარგლებში მიღებული ზომების გათვალისწინებით, შემთხვევების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. ზოგიერთ ქალაქებში დაწესებული საქალაქთაშორისო გადაადგილების აკრძალვა, 1 ივნისიდან უქმდება. 1 ივნისიდან ასევე ამოქმედდება რესტორნები, კაფეები, პლაჟები, პარკები, ბაღები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები და დღის სააღმზრდელო ცენტრები. რაც შეეხება კვირის ბოლოს გამოცხადებულ კომენდანტის საათს, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ გავაგრძელოთ გარკვეული ხნით. თუ ჩვენ ერთიანობას და თანადგომას შევინარჩუნებთ, გულწრფელად გვჯერა, რომ ნათელი მომავალი გელოდება. გლობალური რესტრუქტურიზაციის პროცესების პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები, ჩვენ ვიწყებთ იმის გაგებას, რომ თურქეთის მომავალი უფრო  უკეთეს ადგილას იქნება. ჩვენი ქვეყის მომავალი ისეთი იქნება, როგორც მბზინავი ვარსკვლავი“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.  



მსგავსი ინფორმაციები