თურქეთში კოვიდ-19-ის შედეგად დაღუპულთა რიცხვი  კლებულობს

გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 28 ადამიანი გარდაიცვალა

1424034
თურქეთში კოვიდ-19-ის შედეგად დაღუპულთა რიცხვი  კლებულობს

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 4397-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 19 853 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 948 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავდ კიდევ 28 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი  158 762-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  121 507 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 1492 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #კოვიდ-19

მსგავსი ინფორმაციები