თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში  კიდევ  1092 ადამიანი გამოჯანმრთელდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 32 ადამიანი გარდაიცვალა

1422989
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში  კიდევ  1092 ადამიანი გამოჯანმრთელდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 4340-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 24 589 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 1141 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავდ კიდევ 32 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი  156 827-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  118 694 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 1092 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #კოვიდ-19

მსგავსი ინფორმაციები