„სტამბოლი ჯანმრთელობის საერთაშორისო ცენტრი გახდა“

ერდოღანი: „სტამბოლი ჯანმრთელობის საერთაშორისო ცენტრი გახდა“

1421235
„სტამბოლი ჯანმრთელობის საერთაშორისო ცენტრი გახდა“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სტამბოლი გახდა ჯანმრთელობის საერთაშორისო ცენტრი.

პრეზიდენტმა ამის შესახებ სტამბოლში, ბაშაქშეჰირის ჩამის (ნაძვი) და საკურას  სახელობის საქალაქო ჰოსპიტალის (Başakşehir Çam ve Sakura Şehir Hastanesi) გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„არა მხოლოდ ესთეტიკის თვალსაზრისით, არამედ მისი ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით აღჭურვილი კიდევ ერთი პროექტი შევმატეთ ჩვენს ქვეყანას და ამით ვამაყობთ კიდეც. ეს ნაწარმოები, თურქეთს როგორც ჯანდაცვის საერთაშორისო ცენტრი, მნიშვნელოვან იმიჯს შეჰმატებს“, განაცხადა ერდოღანმა.

ზემოთ ხსენებული ჰოსპიტალის გახსნის ცერემონიალს ვიდეოკონფერენციის მეთოდით,  იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბეც დაესწრო, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას იმედი გამოთქვა, რომ ჯანმრთელობის სიმბოლოდ  აღიარებული ნაძვის და იაპონიის სიმბოლოდ აღიარებული საკურას სახელობის საქალაქო ჰოსპიტალი სტამბოლელებს ჯანმრთელობას მოუტანს.



მსგავსი ინფორმაციები