თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში  კიდევ  3109 ადამიანი გამოჯანმრთელდა

ბოლო ერთ დღეში  53 ადამიანი დაიღუპა

1416034
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში  კიდევ  3109 ადამიანი გამოჯანმრთელდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 3894-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 37 351 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 1704 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავდ კიდევ 53 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი  141 475-მდე გაიზარდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისათვის მთლიანობაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 98 889  პაციენტი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 3109 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები