თურქეთში კოვიდ-19-ის შედეგად  ბოლო ერთ დღეში 92 ადამიანი დაიღუპა

თურქეთში კოვიდ-19-ის შედეგად  ბოლო ერთ დღეში 92 ადამიანი დაიღუპა

1407259
თურქეთში კოვიდ-19-ის შედეგად  ბოლო ერთ დღეში 92 ადამიანი დაიღუპა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 2992-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 29 230  ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 2392 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავდ კიდევ 92 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი  114 653-მდე გაიზარდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისათვის მთლიანობაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 38 809  პაციენტი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს 5018 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მინისტრი თავის განცხადებაში ასევე იმასაც აღნიშნავს, რომ მიღებული ზომების შედეგეგად გარდაცვლილთა რიცხვი კლებულობს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი სწრაფად იზრდება.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები