გუშინ ვიდეოკონფერენციის მეთოდით მინისტრთა საბჭოს შეხვედრა მეხუთედ გაიმართა

გუშინ ვიდეოკონფერენციის მეთოდით მინისტრთა საბჭოს შეხვედრა მეხუთედ გაიმართა

1406456
გუშინ ვიდეოკონფერენციის მეთოდით მინისტრთა საბჭოს შეხვედრა მეხუთედ გაიმართა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვიდეოკონფერენციის მეთოდით მეხუთედ გამართული მინისტრთა საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადებები გააკეთა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ წარმოებულმა ბრძოლამ კონკრეტული შედეგების გამოღება დაიწყო და ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევები დღითიდღე მცირდება.

„ამ პროცესში არავინ დაზარალებულა, საავადმყოფოს კარებიდან არავინ გაუბრუნებიათ, არავინ დარჩენილა უყურადღებოდ... საკითხებში, რომლებშიც ყველაზე განვითარებული ქვეყნები უმწეო აღმოჩნდნენ, ჩვენ მივაღწიეთ ისეთ პოზიციას, რომ მეგობრებს დახმარება გავუწიეთ“ - აღნიშნა პრეზიდენტმა და დაამატა, რომ თურქეთი 55 ქვეყანას ეპიდემიასთან ბრძოლის მიზნით სამედიცინო მასალით დაეხმარა.

„და ბოლოს, ხვალ ჩვენ სამედიცინო დახმარების მასალებს ვუგზავნით ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც შედგება ნიღბებისგან, სახის დამცავებისგან,  N95 ნიღბებისგან, სამედიცინო სამოსის და სადეზინფექციო საშუალებებისგან“- აღნიშნა რ. თ. ერდოღანმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ 31 პროვინციაში ეპიდემიასთან ბრძოლის ფარგლებში ქუჩაში გასვლის აკრძალვა გაგრძელდება რამაზანის ბაირამამდე (23 მაისი).

„დადებითი სურათის გაგრძელების შემთხვევაში ქვეყანაში ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმში დასაბრუნებლად გეგმავს ვამზადებთ“ - დასძინა პრეზიდენმა და დაამატა, რომ გულით სჯერა კრიზისის შემდგომ მსოფლიოში თურქეთმა შესაძლოა 2023 წლის (რესპუბლიკის დაარსების მე-100 წლისთავი) მიზანზე უფრო მაღალ პოზიციას მიაღწიოს.



მსგავსი ინფორმაციები