კორონავირუსს თავდაცვის სამინისტროც ებრძვის

ერთ კვირაში 10 მილიონი სამედიცინო ნიღაბი დაამზადეს

1404458
კორონავირუსს თავდაცვის სამინისტროც ებრძვის

თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ, ახალი კორონავირუსის (Kovid-19) წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, გასულ კვირაში მთლიანობაში 10 მილიონი ცალი სამედიცინო ნიღაბი დაამზადა. ეს ნიღბები მზადდება თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ მანქანებისა და ქიმიური ინდუსტრიის ქარხანა-MAKSAM-ში, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს დამცავი აღჭურვილობის წარმოებაში და ამიტომ დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობენ.  10 მილიონი ნიღბის გარდა, ქარხანაში  წარმოებულია ასევე 334825 სპეცტექნიკა, 33210 დამცავი სათვალე, 377100 დამცავი ხელთათმანი და 41400 ლიტრი სადეზინფექციო საშუალება.  საჭიროების შემთხვევაში ქარხანა შეძლებს ამ შესაძლებლობების კიდევ უფრო გაზრდას. მომავალი თვიდან, ქარხანა დაიწყებს მექანიკური რესპირატორების წარმოებას და მის ფარგლებში თვეში 500 ცალი ასეთი აპარატი იქნება წარმოებული



მსგავსი ინფორმაციები