პრეზიდენტმა ერდოღანმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა

პრეზიდენტმა ერდოღანმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა

1404223
პრეზიდენტმა ერდოღანმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 23 აპრილის ეროვნული სუვერენიტეტისა და ბავშვთა დღესთან და თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლა რესპუბლიკის დამაარსებლის, გაზი მუსტაფა ქემალ ათათურქის, ყველა სამშობლოსათვის მებრძოლთა და დაღუპულთა მიმართ მადლიერების გამოხატვით დაიწყო და გააგრძელა:

„ჩვენი დიდი ეროვნული ასამბლეა, რომელიც დედაქალაქ ანკარაში ზუსტად ერთი საუკუნის წინ გაიხსნა, ჩვენი ერის და სახელმწიფოს თავისუფლების ბრძოლის ცენტრად იქცა იმ დროს, როდესაც ჩვენი სამშობლო იყო ოკუპირებული. თურქეთის რესპუბლიკა ერთიანობაზე, სოლიდარობაზე და ძმობაზეა აგებული. 23 აპრილი დემოკრატიის, ეროვნული ნების და ეროვნული სუვერენიტეტის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლოა.“

ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 23 აპრილის დღე თურქი ერის მიერ შვილების დაფასების, ახალგაზრდებისადმი ნდობის ნიშანია.

პრეზიდენტმა მოსახლეობას და მთლიანად მუსლიმურ სამყაროს ასევე მიულოცა რამაზანის თვის დაწყება.

ამავდროულად, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ზომების ფარგლებში წელს საზეიმო ცერემონია არ ჩატარებულა, თუმცა ადგილობრივი დროით 21.00 საათზე მოსახლეობამ საკუთარ სახლებში აივნებზე ეროვნული ჰიმნი შეასრულა და პრეზიდენტმაც ყველა სატელვიზიო არხით პირდაპირი ეთერით ბავშვებთან ერთად ამაში მონაწილეობა მიიღო.


საკვანძო სიტყვები: #23 აპრილი , #ერდოღანი , #პრეზიდენტი

მსგავსი ინფორმაციები