ფაჰრეთთინ ალთუნმა კოვიდ-19-ის შესახებ მნიშვნელოვანი განცხადებები გაავრცელა

ფაჰრეთთინ ალთუნმა კოვიდ-19-ის შესახებ მნიშვნელოვანი განცხადებები გაავრცელა

1401100
ფაჰრეთთინ ალთუნმა კოვიდ-19-ის შესახებ მნიშვნელოვანი განცხადებები გაავრცელა

პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფაჰრეთთინ ალთუნი აცხადებს, რომ თურქეთი, ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) სიკვდილიანობის თვალსაზრისით მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი  მაჩვენებლის მქონე  ქვეყანაა. ფაჰრეთთინ ალთუნმა სოციალურ ქსელ Twitter-ის მეშვეობით კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში, თურქეთის მიერ გატარებული პრევენციები შეაფასა და აღნიშნა, რომ მათი მთავრობის წლების განმავლობაში ჯანდაცვის სფეროში გატარებულ ღონისძიებების შედეგებს ახლა ღებულობს. მისივე თმით, მაშინ, როდესაც მრავალ ქვეყანაში სავადმყოფოებში პაციენტების მიღების პრობლემა არსებობს, თურქეთისათვის ეს საკითხი პრობლემას არ წარმოადგენს. ფაჰრეთთინ ალთუნი თავის მესიჯში  იმასაც უსვამს ხაზსს, რომ თურქეთმა ჯანდაცვის სფეროში პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მეთაურობით მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა. პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იმასაც უსხვამს ხაზს, რომ მრავალ ქვეყანაში კორონავირუსის შესახებ ჩატარებულ ტესტებზე თანხას ახდევინებენ რა, თურქეთში კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით ყოველგვარი სამედიცინო შემოწმება და მკურნალობა  უფასოდ ხორციელდება.  



მსგავსი ინფორმაციები