თურქეთი სომალის სამედიცინო მასალით დაეხმარა

თურქეთი სომალის სამედიცინო მასალით დაეხმარა

1400479
თურქეთი სომალის სამედიცინო მასალით დაეხმარა

ახალი ტიპის კორონავირუსთან (კოვიდ-19) ბრძოლის ფარგლებში გამოსაყენებელი სამედიცინო მასალებით დატვირთული თურქეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი თვითმფრინავი სომალიში ჩაფრინდა.

ეროვნული თავდაცვის სამინისტროს Twitter-ით გაკეთებული განცხადების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს და თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის მიერ მომზადებული კორონავირუსთან ბრძოლაში გამოსაყენებელი სამედიცინო მასალით და რეგიონში მომსახურე სამხედროებისათვის საჭირო ნივთებით დატვირთული თურქეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი თვითმფრინავი დედაქალაქ მოგადიშუში დაფრინდა.

თვითმფრინავის პერსონალს სომალის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მოჰამედ საიდი დახვდა.


საკვანძო სიტყვები: #დახმარება , #სომალი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები