პრეზიდენტმა კაბინეტის სხდომის შემდეგ განცხადება გააკეთა

პრეზიდენტმა კაბინეტის სხდომის შემდეგ განცხადება გააკეთა

1392465
პრეზიდენტმა კაბინეტის სხდომის შემდეგ განცხადება გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში სტამბოლში 2 საავადმყოფო აშენდება.

ერდოღანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომების ფარგლებში ამ კვირაშიც ვიდეოკონფერენციის მეთოდით ჩატარებული კაბინეტის სხდომის შემდეგ განცხადება გააკეთა.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ ეპიდემიის წინააღმდეგ ეტაპობრივად ახალ ზომებს იღებენ და დაამატა: „(იეშილქოი) ათათურქის აეროპორტსა და სანჯაქთეფეში ათას-ათას ადგილიან საავადმყოფოს ვაკეთებთ. 45 დღეში დავასრულებთ.“

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გადაილახა მნიშვნელოვანი ბარიერი ყოველდღიურად 20 ათასზე მეტი (კოვიდ-19) ტესტის გაკეთებით და საავადმყოფოებში დიაგნოზირებისა და მკურნალობის პრობლემა არ არსებობს.

ერდოღანის განცხადებით, თურქეთს ჯანდაცვიდან სურსათამდე და დასუფთავების საშუალებებამდე კარგი ვითარება აქვს და აღნიშნა: „სახელმწიფო არსებობს ასეთი დღეებისთვის. მადლობას ვიხდი გამოჩენილი ერთიანობისა და სოლიდარობისთვის.“

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კოვდ -19-ის ზომების ფარგლებში მათ გადაწყვეტილი აქვთ უზრუნველყონ მინიმუმამდე დაიყვანონ ადამიანების მოძრაობა მათი სახლებში დარჩენით, გარდა მათი ვინც მუშაობს და მისი აკისრია.

„სახლებში გატარებულ დღეებში შენახულ ენერგიას იმედი მაქვს, რომ ახალ პერიოდში უფრო მეტი მუშაობისა და წარმოებისთვის გამოვიყენებთ“ - განაცხადა რ. თ. ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები