ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა პუტინს და ზელენსკის

განიხილეს აქტუალური საკითხები

1389760
ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა პუტინს და ზელენსკის
koruyucu elbise.jpg
erdogan-zelensky.jpg
erdogan-putin

 

თურქეთის პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებით, პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ტელეფონით ცალ-ცალკე ესაუბრა ჯერ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის რა, ძირითადად განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის საკითხები კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში (კოვიდი-19), ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონალური პრობლემები.  ამავე საუბრის დროს, ასევე განიხილეს თურქეთში მყოფი რუსი და უკრაინელი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხებიც. “ერდოღანმა და პუტინმა ასევე განიხილეს სირიისა და ლიბიის საკითხი და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებიც“, იტყობინება კომუნიკაციების დეპარტამენტი



მსგავსი ინფორმაციები