ფაჰრეთთინ ალთუნმა კოვიდ-19-ის შესახებ მნიშვნელოვანი განცხადებები გაავრცელა

ფაჰრეთთინ ალთუნმა კოვიდ-19-ის შესახებ მნიშვნელოვანი განცხადებები გაავრცელა

1385623
ფაჰრეთთინ ალთუნმა კოვიდ-19-ის შესახებ მნიშვნელოვანი განცხადებები გაავრცელა

თურქეთის პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფაჰრეთთინ ალთუნი აცხადებს, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო თანამშრომლობაა აუცილებელი. ფაჰრეთთინ ალთუნმა სოციალურ ქსელ Twitter-ის მეშვეობით კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში თურქეთის მიერ გატარებული პრევენციები შეაფასა და საერთაშორისო საზოგადოებას ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ალთუნმა დასძინა, რომ თურქეთი ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში, როგორც ჯანდაცვის ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით საერთაშორისო პოლიტიკას დიდ როლს ანიჭებს. მისივე თქმით, ჯანსაღი კრიზისების მართვა უნდა ემყარებოდეს მკაცრ უსაფრთხოების ზომებს და ეკონომიკურ მხარდაჭერას რა, ამ თვალსაზრისით პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სერიოზულ ძალისხმევას იჩენს.



მსგავსი ინფორმაციები