თურქეთი ერაყის ჩრდილოეთში საჰაერო ოპერაციებს  აგრძელებს

თურქეთი ერაყის ჩრდილოეთში საჰაერო ოპერაციებს  აგრძელებს

1383074
თურქეთი ერაყის ჩრდილოეთში საჰაერო ოპერაციებს  აგრძელებს

თურქეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან ერაყის ჩრდილოეთში კერძოდ კი ზაპის რეგიონში განხორციელებული საჰაერო ოპერაციის შედეგად სეპარატისტული ტერ-ორგანიზაცია, PKK-ს წევრი ორი ტერორისტი იქნა განეიტრალებული. თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია:  „სადაზვერვო და სათვალთვალო სამუშოაების დროს,  ერაყის ჩრდილოეთში კერძოდ კი ზაპის რეგიონში სეპარატისტული ტერ-ორგანიზაცია,  PKK-ს ტერორისტები იქნენ შემჩნეული, რომლების მიმართაც ჩვენი შეიარაღებული ძალების მხრიდან საჰაერო ოპერაცია განხორციელდა. ოპერაციის შედეგად PKK-ს კიდევ ორი ტერორისტი იქნა განეიტრალებული. რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციები გრძელდება“.

მეორეს მხრივ, ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“-ს რეგიონში სეპარატისტული ტერ-ორგანიზაცია, PKK/YPG-ს სამი ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული.



მსგავსი ინფორმაციები