კორონავირუსის გავრცელებას პრეზიდენტის პრეს სპიკერიც გამოეხმაურა

"ახალმა შემთხვევებმა პანიკაში და პესიმიზმში არ უნდა ჩაგვაგდოს“

1381716
კორონავირუსის გავრცელებას პრეზიდენტის პრეს სპიკერიც გამოეხმაურა

თურქეთში, ახალი ტიპის კორონავირუსის (Kovid-19) შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა, რის შესახებაც სოციალურ ქსელ ტვიტტერიდან მესიჯი გაავრცელა ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეტტინ ქოჯამ და მასში ხაზი გაუსვა, რომ დაღუპული 85 წლის ქალბატონს წარმოადგენდა. მინისტრის ამავე მესიჯით, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 359-მდე გაიზარდა. თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა ამასთან დაკავშირებით Twitter–ის ანგარიშიდან გავრცელებულ მესიჯში ხაზი გაუსვა ერთიანობას. "ახალმა შემთხვევებმა პანიკაში და პესიმიზმში კი არ უნდა ჩაგვაგდოს, არამედ, პირიქით, უფრო მკაცრი ზომების დაცვა უნდა გვაიძულოს, ამასთან ჩვენ სიფხიზლეც არ უნდა დავკარგოთ. ეს მართალია მეტად რთული პროცესი იქნება, მაგრამ, ჩვენ ყველანი ერთად წარმატებას მივაღწევთ," აღნიშნავს პრეზიდენტის პრეს სპიკერი



მსგავსი ინფორმაციები