ერდოღანმა  18 მარტის (ჩანაქკალეს)  გამარჯვების წლისთავთან დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა

ერდოღანმა  18 მარტის (ჩანაქკალეს)  გამარჯვების წლისთავთან დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა

1380419
ერდოღანმა  18 მარტის (ჩანაქკალეს)  გამარჯვების წლისთავთან დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ჩანაქკალეში ერთი საუკუნის წინ გაწეული ბრძოლის სულისკვეთებას ვინც ვერ გაიგებს, დღეს,  თურქეთის წინაშე  არსებულ საფრთხეებს და მათ წინაშე გადადგმულ ნაბიჯებსაც ვერ გაიგებს.  

ერდოღანმა ამის შესახებ, 18 მარტის  ჩანაქკალეს ომში გამარჯვების  და შეჰიდების ხსოვნის 105-ე წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ მესიჯში  აღნიშნა: „ჩანაქკალეს ბრძოლაში გამარჯვება, თურქი ხალხის ერთიანობით, თანადგომით, დამოუკიდებლობის და სამშობლოს სიყვარულით  მოპოვებული გამარჯვებაა.  ის, ვინც არ იცის თუ ერთი საუკუნის წინ ჩანაქკალეში რა მოხდა, დღეისათვის ჩვენ სამშობლოს წინაშე არსებულ გამოწვევებსაც ვერ გაიგებს“.

ჩანაქკალეს ომი, ერთი საუკუნის წინ, პირველი მსოფლიო ომის პერიოდში, ოსმალეთის იმპერიასა და ანტანტის ქვეყნებს შორის მომხდარი,  საზღვაო და სახმელეთო ბრძოლაა, რომლის გამარჯვებამაც,  თურქეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეიტანა.



მსგავსი ინფორმაციები