თურქეთში კოვიდ 19-ის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში გადასადგმელი ნაბიჯები განისაზღვრა

თურქეთში კოვიდ 19-ის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში გადასადგმელი ნაბიჯები განისაზღვრა

1377382
თურქეთში კოვიდ 19-ის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში გადასადგმელი ნაბიჯები განისაზღვრა

თურქეთში კოვიდ 19-ის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში გადასადგმელი ნაბიჯები განისაზღვრა.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალანმა, საპრეზიდენტო კომპლექსში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თავმჯდომარეობით მინისტრებისა და შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით კორონავირუსის საკითხზე ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განცხადებები გააკეთა.

ქალინის განცხადებით, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის საზღვარგარეთ ვიზიტები გარკვეული დროით გადაიდება და ჩამოთვალა ქვეყნის მასშტაბით გატარებული ზოგიერთი ზომები:

„უპირველეს ყოვლისა დაწყებით, საშუალო სკოლებსა და ლიცეუმებში 16 მარტიდან ერთ კვირიანი არდადეგები გამოცხადდა. 23 მარტიდან კი ჩვენს მოსწავლეებს ინტერნეტითა და სატელევიზიო არხებით დისტანციური სწავლების საშუალება მიეცემათ. მეორე, უნივერსიტეტებში 16 მარტიდან 3 კვირიანი არდადეგები დაიწყება. სპეციალისტთა რეკომენდაციის, შეფასებების ანალიზების ფარგლებში სპორტული შეხვედრების აპრილის ბოლომდე მაყურებლების გარეშე ჩატარების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.“

მეორეს მხრივ კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ყველა ღონისძიება 14 მარტიდან აპრილის ბოლომდე გადადებული იქნება.

აიკრძალა სახელმწიფო მოხელეების საზღვარგარეთ გასვლა. განსაკუთრებულ შემთხვევებში საზღვარგარეთ მოგზაურობა ნებართვას დაექვემდებარება.

ამავდროულად ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ განაცხადა, რომ თურქეთში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.

მინისტრმა ქოჯამ twetter-ით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „მეორე შემთხვევა პირველი შემთხვევის კარანტინში მყოფი ახლო წრიდანაა“



მსგავსი ინფორმაციები