ერდოღანი პლენკოვიჩს ტელეფონით ესაუბრა

განიხილეს დევნილთა საკითხი

1373729
ერდოღანი პლენკოვიჩს ტელეფონით ესაუბრა

პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა თქვა, რომ ევროკავშირი ვალდებულია უზრუნველყოს მის საზღვრებზე მისული ლტოლვილების დაცვა. პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციით, ერდოღანი ტელეფონით დაუკავშირდა ევროკავშირის როტაციულ თავჯდომარეს, ხორვატიის პრემიერ მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩს და ძირითადი ყურადღება დაუთმეს იდლიბის მოვლენებს და დევნილთა საკითხს. საბერძნეთისა და ბულგარეთის საზღვრებზე მოზღვავებული დევნილების საკითხზე საუბრისას თურქმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართლის კანონებზე დაყრდნობით, ევროკავშირი ვალდებულია უზრუნველყოს ლტოლვილების უსაფრთხოება



მსგავსი ინფორმაციები