პომპეომ თურქეთის მისამართით განცხადება გაავრცელა

“თურქეთს უფლება აქვს დაიცვას თავი ასადის რეჟიმის თავდასხმებისგან“

1373081
პომპეომ თურქეთის მისამართით განცხადება გაავრცელა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, სამინისტროს შენობაში გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა რა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს იდლიბში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, თქვა, რომ ხსენებულ პროვინციაში თავის დამცავი თურქეთის მიმართ დახმარების ყველა ვარიანტს განიხილავენ. მისივე თქმით, რუსეთის, ირანისა და ასადის რეჟიმის თავდასხმებისგან ზარალს განიცდის ასობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე, ამიტომაც მოსკოვს მოუწოდა, შეასრულონ 2018 წელს სოჭში მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რათა უზრუნველყოფილ იქნას ცეცხლის შეწყვეტის დადგენილება. "თურქეთის მთავრობამ ჩვენ ზოგიერთი მოთხოვნები წამოგვიყენა და ამჟამად ჩვენ განვიხილავთ და შეფასებებს ვაძლევთ ყველა ამ მოთხოვნებს. ჩვენ ასევე ვეძიებთ საუკეთესო გზებს რეგიონში ძალადობის შეწყვეტისა და დიდი ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან ასაცილებლად. გარდა ამისა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნატოში პარტნიორ თურქეთს უფლება აქვს დაიცვას თავი ასადის რეჟიმის თავდასხმებისგან, რომელსაც მხარში უდგანან რუსეთი და ირანი“, ხაზგასმით განაცხადა პომპეომ



მსგავსი ინფორმაციები