ერდოღანი და პუტინი ცეცხლის შეწყვეტის საკთხზე შეთანხმდნენ

ერდოღანი და პუტინი ცეცხლის შეწყვეტის საკთხზე შეთანხმდნენ

1372940
ერდოღანი და პუტინი ცეცხლის შეწყვეტის საკთხზე შეთანხმდნენ

დღეს, მოსკოვში გამართულ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის იდლიბის საკითხთან დაკავშირებით გამართულ დაახლოებით 6 საათიან შეხვედრაზე ლიდერები რეგიონში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განმარტებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 5 მარტს, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე ცეცხლი შეწყდება. „დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ იდლიბში არსებულ ვითარებაზე. თითქმის ექვსი საათი განვიხილავდით ამ თემას. როგორც იცით, ჩვენ გვაქვს სოჭის შეთანხმება, რომელსაც უნდა უზრუნველეყო იდლიბში მშვიდობა. დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ ღამის 00:00 საათიდან ამოქმედდება ცეცხლის შეწყვეტა და ამ მიმართულებით გადაიდგმება ყველა ნაბიჯი“, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. ერთობლივი პრესკონფერენციის დროს კი ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა: „ყოველთვის არ ვეთანხმებით თურქ პარტნიორებს, თუმცა ყოველ კრიტიკულ მომენტში ვახერხებთ გადაკვეთის წერტილების მონახვას. ასე მოხდა ამჯერადაც. დღეს ჩვენ დავადასტურეთ, რომ უნდა შესრულდეს ასტანის ფორმატის ფარგლებში მიღწეული შეთანხმება. ასევე შევთანხმდით, რომ არ უნდა დავუშვათ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შემსუბუქება. ჩვენ შევთანხმდით ერთობლივ დოკუმენტზე. მასში აღწერილია ის გადაწყვეტილებები, რომლებზეც მე და ერდოღანი შეხვედრის დროს შეთანხმდით. იმედი მაქვს, ეს შეთანხმება კარგი საფუძველი იქნება იდლიბში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით და შექმნის ჰუმანიტარული პროცესის გაუმჯობესების შესაძლებლობას. ვფიქრობ, მოლაპარაკებები პოზიტიური იყო“.

ლიდერების მხრიდან გაკეთებული განცხადების შემდეგ მთელი დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების და სამომავლო გეგმების შესახებ  ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთობლივი ტექსტი  წაიკითხეს და აღნიშნეს: „იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ სტრატეგიული მნიშვნელობის M-4 გზის ჩრდილოეთით 6 კმ სიღრმეში უსაფრთხო დერეფანი იქნა გამოცხადებული, რომელზეც თურქეთი და რუსეთი ერთობლივ პატრულირებას სავარაუდოდ 15 მარტიდან დაიწყებენ“.



მსგავსი ინფორმაციები