აქარმა ახალი განცხადება გაავრცელა

“თურქეთის არმიის სამიზნე იდლიბში რეჟიმის ელემენტები იქნება

1369490
აქარმა ახალი განცხადება გაავრცელა

ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ 27 მაისს, სირიის იდლიბის რეგიონში თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაწყებული ოპერაცია სახელწოდებით, "საგაზაფხულო ფარის მოძრაობა", წარმატებით გრძელდება და მის ფარგლებში დღეის ჩათვლით განადგურებულია ასადის რეჟიმის კუთვნილი 1 უპილოტო საფრენი აპარატი, 8 ვერტმფრენი, 103 ტანკი, 72 ჰაუბიცა-სარაკეტო დანადგარი, 3 საჰაერო თავდაცვის სისტემა და 2212 ჯარისკაცი.  ”ჩვენი მიზანი არ არის რუსეთთან დაპირისპირება და ჩვენ არც ამის სურვილი გაგვაჩნია, ჩვენი მიზანია ასადის რეჟიმის მხრიდან ხოცვა-ჟლეტის შეჩერება და ამასთან რადიკალიზაციისა და მიგრაციისათვის ხელის შეშლა,” განაცხადა აქარმა და დაამატა, რომ რუსეთისგან ასადის რეჟიმზე ზეწოლას და სოჭის შეთანხმებით გათვალისწინებულ საზღვრებზე დაბრუნებას ელიან. მისივე თქმით თურქეთის არმიის სამიზნე იდლიბში იქნება რეჟიმის ჯარები და მისი ელემენტები



მსგავსი ინფორმაციები