მთავრობის წარმომადგენლებმა ვერაგული თავდასხმა მკაცრად დაგმო

მთავრობის წარმომადგენლებმა ვერაგული თავდასხმა მკაცრად დაგმო

1367953
მთავრობის წარმომადგენლებმა ვერაგული თავდასხმა მკაცრად დაგმო

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუათ ოქტაიმ ბაშარ ასადის რეჟიმის ძალების მხრიდან თურქ სამხედროებზე განხორციელებული ვერაგული თავდასხმა მკაცრად დაგმო. „ისტორიაში ომის დანაშაულის განმახორციელებლის სახელით შესულ ბაშარ ასადის რეჟიმის მხრიდან ჩვენს სამხედროებზე განხორციელებულ ვერაგულ თავდასხმას მკაცრად ვგმობთ. ჩვენი ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოების მიზნით რეგიონში მყოფ სამხედროებზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხს აუცილებლად ვაგებინებთ. დაღუპული ჯარისკაცების სულები  ღმერთმა ნათელში ამყოფოს. დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, აცხადებს ფუათ ოქტაი.  კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთინ ალთუნმა განაცხადა, რომ სირიის ველზე მოქმედება მანამდე გაგრძელდება სანამ იმ ხელებს არ გაანადგურებენ რომლებიც თურქეთის დროშას შეეხნენ.

თურქი სამხედროების დაღუპვის შემდეგ ალთუნმა განცხადება გაავრცელა რომელშიც ნათქვამია: „გადაწყდა რომ არალეგიტიმურ რეჟიმს რომელმაც იარაღი ჩვენს სამხედროებს დაუმიზნა, პასუხი გაეცემა. საჰაერო და სახმელეთო საცეცხლე ელემენტებით რეჟიმის ცნობილი ყველა სამიზნე დაბომბილია და დაბომბვა გაგრძელდება.“ სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) პრესსპიკერმა ომერ ჩელიქმა კი აღნიშნა, რომ მკვლელი რეჟიმის და მისი გამამხნევებლების მხრიდან განხორციელებულ ამ ვერაგულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას აუცილებლად აგებინებენ. შეგახსენებთ, რომ სირიის იდლიბის რეგიონში, რეგიონის მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის მყოფ თურქეთის შეიარაღებულ ძალებზე რეჟიმის ძალების მხრიდან  განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცმებით 33 თურქი  სამხედრო დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები: #დაგმობა , #თავდასხმა , #სირია , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები